ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა ლიბანთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები უნდა შეასრულოს

იმედი|imedinews.ge

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები, რაც, მისი თქმით, მოიცავს იმის უზრუნველყოფას, რომ ზავი ლიბანზეც გავრცელდეს.

არაღჩიმ ეს განცხადება ლიბანში ირანის დანიშნულ ელჩთან, მოჰამედ რეზა შიბანისთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.

მან დაგმო ისრაელის მიმდინარე თავდასხმები ლიბანში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეს თავდასხმები უნდა შეწყდეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია