ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

იმედი|imedinews.ge

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ.

„უკრაინა ყოველთვის ისწრაფვოდა ევროპაში ყველასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ და ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან. ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს. მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის. ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - წერს ზელენსკი.

Congratulations to @magyarpeterMP and the TISZA party on their resounding victory. It is important when constructive approach prevails. Ukraine has always sought good-neighbourly relations with everyone in Europe and we are ready to advance our cooperation with Hungary.… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 12, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია