დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება

დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება

იმედი|imedinews.ge

დონალდ ტრამპმა ნატოსთვის გაწეულ ხარჯებს „სასაცილო“ უწოდა. ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ავიაბაზა „ენდრიუსზე“ ისაუბრა.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია