
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
გუო ძიაკუნის თქმით, ჩინეთი დაინტერესებულია უნგრეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
„ბატონი მადიარის პარტიამ, „ტისამ“ გაიმარჯვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში და ჩინეთი მას ულოცავს. ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე, რათა გაძლიერდეს მაღალი დონის კონტაქტები და პოლიტიკური ურთიერთნდობა, გაფართოვდეს პრაქტიკული თანამშრომლობა და ხალხთაშორისი კავშირები, რათა ორივე ქვეყნის ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს“, - განაცხადა ძიაკუნმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge