პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა

იმედი|imedinews.ge

კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.

„დიახ! მიმაჩნია, რომ ასეა და ვფიქრობ, ეს ყველას ესმის“, - განაცხადა მან.

თუმცა, მადიარმა იქვე დასძინა, რომ ეს ეხება მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას და არა რუსეთს, როგორც საზოგადოებას. „მე აქ არ ვსაუბრობ რუს ხალხსა და რუსულ კულტურაზე“, - თქვა მან.

პეტერ მადიარმა შეახსენა ყველას, რომ ბოლო საუკუნეების განმავლობაში უნგრეთი მრავალჯერ შეჯახებია რუსულ საფრთხეს, მათ შორის ორჯერ - XX საუკუნეში.

„ჩვენ ეს ვიგრძენით 1920-იანებში და 1956-ში, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია