ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

იმედი|imedinews.ge

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

ჯეი დი ვენსის თქმით, თუ ირანელები ეკონომიკურ ტერორიზმში იქნებიან ჩართულნი, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს, რომ სრუტიდან ირანული გემებიც ვერ გავიდეს.

„ისინი [ირანელები] ფაქტობრივად ნებისმიერ გემს დაემუქრნენ, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი გვაჩვენა, რომ ეს თამაში ორივე მხარეს შეუძლია. ირანელები ეკონომიკური ტერორიზმით თუ ცდილობენ ჩვენთვის ზიანის მიყენებას, ჩვენ ერთი მარტივი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ: ირანული გემებიც ვერსად გავლენ“, - აღნიშნა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუს დროს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია