
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუვლენია
იმედი|imedinews.ge
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ირანს თავისი შესაძლებლობების დიდი ნაწილი არ გამოუყენებია და, თუ ომი გაგრძელდება, ის მათ გამოავლენს.
„ჩვენ ჯერ კიდევ არ გამოგვიყენებია ჩვენი შესაძლებლობები და, თუ ომი გაგრძელდება, მას აუცილებლად გამოვავლენთ. მტერმა ამის შესახებ არაფერი იცის“, - განაცხადა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ აქამდე ირანი თავისი სამხედრო სიძლიერის დიდი ნაწილის დემონსტრირებისგან თავს იკავებდა. ის ვარაუდობს, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში თეირანი სტრატეგიას შეცვლის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge