
უნგრეთი მილსადენ „თურქსთრიმის“ დაცვას აძლიერებს
იმედი|imedinews.ge
სერბეთში გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შემდეგ უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის.
მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კი სოციალურ მედიაში დაწერა, რომ უნგრეთში მილსადენ „თურქსთრიმს“ სამხედროები დაიცავენ.
5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მილსადენთან ახლოს აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და დეტონატორებით სავსე დიდი პაკეტები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge