მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ტრამპის მორიგი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი 110 დოლარამდე გაიზარდა
ტრამპის მორიგი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი 110 დოლარამდე გაიზარდა

ტრამპის მორიგი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი 110 დოლარამდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ირანის მისამართით გაჟღერებული უცენზურო მუქარის შემდეგ, ნავთობის ფასმა ბარელზე 110 დოლარს მიაღწია.

თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1,6%-ით გაიზარდა და 110,85 დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით, აზიაში დილის ვაჭრობისას, ფასმა ოდნავ დაიკლო. აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი კი მცირედით, 0,3%-ით გაიზარდა და 111,80 დოლარი შეადგინა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა თეირანზე ზეწოლა გააძლიერა და ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე დარტყმით დაიმუქრა, თუ ქვეყანა უკან არ დაიხევდა და არ შეწყვეტდა მუქარას იმ გემების მიმართ, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის სავაჭრო გზის გადაკვეთას ცდილობენ.

მცირედით გაიზარდა აზიის ძირითადი საფონდო ბაზრების მაჩვენებლებიც. იაპონიის Nikkei 225-ის ინდექსი 1,6%-ით გაიზარდა, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi-ს ინდექსმა 0,9%-ით მოიმატა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბათუმის ბულვარში უნებართვო საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი დაიწყო

ბათუმის ბულვარში უნებართვო საბავშვო ატრაქციონების დემონტაჟი დაიწყო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა

იმედი

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

იმედი