
რუსეთმა ოდესას, უკრაინამ კი კრასნოდარის ოლქს შეუტია
იმედი|imedinews.ge
ოკუპანტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ქალაქის დასახლებული რაიონი გახდა. დაიღუპა 3 ადამიანი - 2 ქალი და 2 წლის ბავშვი. დაშავდა 10-მდე ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
უკრაინელები კი დრონებით კრასნოდარის ოლქს დაესხნენ თავს. რუსული მხარის ინფორმაციით, დარტყმები ნოვოროსიისკზე განხორციელდა. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა დრონებმა პორტში ნავთობტერმინალს შეუტიეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge