
უკრაინა „თურქსტრიმის“ აფეთქების მცდელობასთან კავშირს უარყოფს
უკრაინა სერბეთში მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი მიიჩნევს, რომ ეს სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უნგრეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობაა.
„კატეგორიულად უარვყოფთ სერბეთში, „თურქსტრიმის მილსადენის მახლობლად აღმოჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების ცრუ მცდელობებს. უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. სავარაუდოდ, ეს რუსეთის ოპერაციაა და უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის ჩარევის ნაწილია“, - წერს ტიხი.
სერბეთმა უნგრეთისკენ მიმავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ 5 აპრილს განაცხადა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია და განაცხადა, რომ საბოტაჟის უკან, შესაძლოა, უკრაინა იდგეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge