
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი მოკლულია
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის ხელმძღვანელი ორშაბათს მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. გენერალ-მაიორ მაჯიდ ხადემის დაღუპვაში „რევოლუციურმა გვარდიამ“ აშშ და ისრაელი დაადანაშაულა.
მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად მოკლეს ხადემი. თუმცა, ცნობილია, რომ ორშაბათს გამთენიისას ირანის დედაქალაქ თეირანის გარშემო მდებარე საცხოვრებელ უბნებზე რამდენიმე ავიაიერიში განხორციელდა.
ხადემიმ ეს თანამდებობა გენერალ მოჰამედ ქაზემის შემდეგ დაიკავა, რომელიც ისრაელმა ივნისში, 12-დღიანი ომის დროს მოკლა.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ორგანიზაცია ირანში უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს და მხოლოდ ქვეყნის უზენაეს ლიდერს ექვემდებარება. მას ხშირად უკავშირებენ დასავლეთის მოქალაქეების ან უცხოეთთან კავშირის მქონე პირების დაკავებას. მას ასევე ბრალად ედება ქვეყნის გარეთ მკვლელობების განხორციელება და თავდასხმები მათზე, ვინც ირანის თეოკრატიულ რეჟიმს უპირისპირდება.
იმედი
წყარო: imedinews.ge