
კეშ პატელის განცხადებით, სამართალდამცველებზე თავდამსხმელები მკაცრად დაისჯებიან
იმედი|imedinews.ge
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი მკაცრ გაფრთხილებას ავრცელებს. კეშ პატელის თქმით, დაიჭერენ და კანონის უმკაცრესი ზომებით გაასამართლებენ ყველას, ვინც სამართალდამცველ ოფიცრებს ფიზიკურად შეეხება.
ეს განცხადება FBI-ს დირექტორმა სამართალდამცველების წინააღმდეგ მზარდი ძალადობის ფონზე გააკეთა. კეშ პატელმა მიმართა აქტივისტებსაც და აღნიშნა, რომ მათ მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვთ, თუმცა არა სამართალდამცველი ოფიცრებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge