მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას

იმედი|imedinews.ge

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ნებისმიერი დარტყმა ირანის ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი ენერგეტიკულ ობიექტებზე, მიუღებელია. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„ნებისმიერი დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე, უკანონო და მიუღებელია. ეს ეხება რუსეთის ომს უკრაინაში და ეს ეხება ნებისმიერ სხვა სიტუაციას. ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა ირანის რეჟიმის მთავარი მსხვერპლია. ის ასევე გახდება მთავარი მსხვერპლი სამხედრო კამპანიის გაფართოების შემთხვევაშიც“, - წერს კოშტა.

მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები რეგიონის ქვეყნებზე და უზრუნველყოს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის სრული თავისუფლების აღდგენა.

„კონფლიქტის ესკალაცია არ გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობას. ამის მიღწევა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი, კერძოდ კი იმ მიმდინარე ძალისხმევით, რომელსაც რეგიონული პარტნიორები მიმართავენ“, - დასძინა მან.

კოშტას ეს კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მოჰყვა, რომელიც ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებს ითვალისწინებს, თუ ჰორმუზის სრუტე არ განიბლოკება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის ვიცე-პრეზიდენტი: შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა

ირანის ვიცე-პრეზიდენტი: შარიფის უნივერსიტეტზე თავდასხმა ტრამპის სიგიჟისა და უმეცრების სიმბოლოა

იმედი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

იმედი

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია

იმედი

ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა

ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა

იმედი