CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა

CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ორშაბათს კიდევ ერთი ცენტით მოიმატა და ბოლო მონაცემებით, გალონზე $4.12 შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირანში ომის დაწყების შემდეგ ბენზინის ფასი უკვე 38%-ით გაიზარდა.

გასულ კვირას, საშუალო ფასმა გალონზე 4-დოლარიან ნიშნულს პირველად გადააჭარბა 2022 წლის შემდეგ.

1-ლი მარტიდან მოყოლებული, ფასები თითქმის ყოველდღე იზრდებოდა, გარდა სამი დღისა.

თუმცა, სამი დღის განმავლობაში ეს კლება იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ უახლოეს ცენტამდე დამრგვალებისას ფასი ყოველდღიურად უცვლელი რჩებოდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია