ტრამპი ირანზე: მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ

ტრამპი ირანზე: მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიმართ მუქარა გაამკაცრა და განაცხადა, რომ მას იმაზე „უარესი“ ვარიანტებიც აქვს მომზადებული, ვიდრე ქვეყნის ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვაა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმებას არ დათანხმდება.

„მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, აღარაფერი ექნებათ. მეტს აღარ ვიტყვი, რადგან არსებობს სხვა რაღაცებიც, რაც ამ ორზე უარესია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპი თეირანს „ჯოჯოხეთის“ მოწყობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ სამშაბათს, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 04:00 საათი, ოთხშაბათი), არ გაფორმდება შეთანხმება გლობალური ენერგომომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე მოძრაობის აღდგენის თაობაზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია