ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

ტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“.

ტრამპმა დასძინა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანელები ქუჩაში საპროტესტოდ არ გამოდიან, არის ის, რომ რეჟიმი მათ „მაშინვე დახვრეტს“.

„ირანელი ხალხი სამაგიეროს გადაუხდის მათ, როგორც კი ეცოდინებათ, რომ არ დახვრეტენ და როგორც კი იარაღს იშოვიან“, - დასძინა ტრამპმა. „იარაღი რომ ჰქონოდათ... ირანი ორ წამში დანებდებოდა, რადგან ამას ვერ გაუძლებდნენ“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია