
ტრამპი: ირანის ყველა ხიდისა და ელექტროსადგურის ხვალ შუაღამემდე განადგურების გეგმა მზადაა
იმედი|imedinews.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს უკვე შემუშავებული აქვს სამხედრო გეგმა, რომელიც ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულ დემონტაჟს ითვალისწინებს.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა, უმოკლეს დროში მიაყენონ ქვეყანას გამანადგურებელი დარტყმა.
„მე ვგულისხმობ სრულ დემონტაჟს ხვალ ღამის 12 საათისთვის. თუ მოვისურვებთ, ეს ყველაფერი სულ რაღაც ოთხი საათის განმავლობაში მოხდება. თუმცა, ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge