POLITICO: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნა დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს

POLITICO: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნა დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს

იმედი|imedinews.ge

ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.

როგორც გამოცემას ევროპელმა დიპლომატებმა, ჩინოვნიკებმა და ექსპერტებმა განუცხადეს, ევროკავშირის უუნარობა მიიღოს შეთანხმებული გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის განბლოკვა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ხელოვნური დასახლებების შემქმნელების წინააღმდეგ სანქციების შემოღება და რუსეთის წინააღმდეგ ზომების რეალიზება, სისტემურ პარალიზებაზე მიუთითებს.

ევროპელი დიპლომატების თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის, რუსეთ-უკრაინის დროში გაწელილი ომისა და რთული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების პირობებში ევროკავშირი, შესაძლოა, ჩამორჩეს გეოპოლიტიკურ პროცესებს, როცა გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიიღება, ვიდრე სისტემას შეუძლია.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია და შვედეთი სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ არსებულ უკმაყოფილებაზე და ამბობენ, რომ ეროვნული ვეტოს უფლება, რომელიც ერთ ქვეყანას მთელი ბლოკის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება აქვს, უნდა გადაიხედოს.

„უნდა გავაუქმოთ ევროკავშირში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტის დროს არსებული ერთსულოვნების პრინციპი მიმდინარე საკანონმდებლო პერიოდის ამოწურვამდე, რათა საერთაშორისო არენაზე უკეთესად ვიმოქმედოთ და ნამდვილად, სერიოზულად შევხედოთ სიტუაციას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა.

„მთელი გამოცდილება, რომელიც უკანასკნელ კვირებში დავაგროვეთ უკრაინის დახმარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ამაზე მიუთითებს“, - დასძინა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია