მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში
ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში

ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში

იმედი|imedinews.ge

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში.

„გუშინ ჩვენმა მფრინავებმა გაანადგურეს სატრანსპორტო თვითმფრინავები და ათობით ვერტმფრენი ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე. დღეს მათ იერიში მიიტანეს იმ რკინიგზებსა და ხიდებზე, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

„ისინი ამ გზებს იარაღისთვის საჭირო ნედლეულის, უშუალოდ იარაღისა და იმ მებრძოლების გადასაყვანად იყენებენ, რომლებიც თავს გვესხმიან ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს - სწორედ იმ მებრძოლების, რომლებიც ასევე ჩაგრავენ ირანელ ხალხს“, - განაგრძო მან.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ეს დარტყმები „არ იყო მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კახეთში მიუსაფარი ძაღლები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კახეთში მიუსაფარი ძაღლები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. რა პროექტები მიმდინარეობს რეგიონებში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. რა პროექტები მიმდინარეობს რეგიონებში? „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მთავრობას და დი ვენსის ზარი დონალდ ტრამპს ბუდაპეშტის ყრილობიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა ვიქტორ ორბანის მთავრობას და დი ვენსის ზარი დონალდ ტრამპს ბუდაპეშტის ყრილობიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რას წერს POLITICO გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის ჩამორჩენაზე და რა შეფასებები კეთდება თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რას წერს POLITICO გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის ჩამორჩენაზე და რა შეფასებები კეთდება თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი