
პაკისტანის პრემიერი ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გადადებას და ამავე პერიოდით ზავის გამოცხადებას სთხოვს
იმედი|imedinews.ge
პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, შეჰბაზ შარიფი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გადადებას და ამავე პერიოდით ზავის გამოცხადებას სთხოვს.
ამასთანავე, იგი მოუწოდებს თეირანს, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დაუშვას.
„იმისათვის, რომ დიპლომატიას მოქმედების საშუალება მიეცეს, პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად ვთხოვ, ვადა ორი კვირით გაახანგრძლივოს“, - წერს შეჰბაზ შარიფი, რომლის მთავრობაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მედიატორის როლს ასრულებს.
„პაკისტანი, სრული გულწრფელობით, სთხოვს ირანელ ძმებს, კეთილი ნების ნიშნად, ანალოგიური ორი კვირის ვადით გახსნან ჰორმუზის სრუტე“, - წერს იგი X-ზე.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge