Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა

Axios: აშშ-ირანის დროებითი ზავის გამოცხადებიდან მალევე ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა

იმედი|imedinews.ge

აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ნავთობზე ფასები მკვეთრად შემცირდა. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთი ბარელის ნავთობის ფასი 100 დოლარს ჩამოსცდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის თეირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისაღებია.

კერძოდ, Axios-ის ცნობით, Brent-ის მარკის ერთი ბარელის ნავთობის ფასი დაახლოებით 16%-ით, 93 დოლარამდე შემცირდა, ხოლო WTI მარკის ნავთობის ფასი 19%-ით, 92 დოლარამდე დაეცა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა და ირანმა პაკისტანის შუამავლობით ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ. პირველი შეხვედრა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ისლამაბადში 10 აპრილს გაიმართება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია