
ისრაელმა ირანზე თავდასხმები შეაჩერა, თუმცა ლიბანზე იერიშები გრძელდება
ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) განცხადებით, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მიღებული მითითების თანახმად, მათ ირანზე თავდასხმები შეაჩერეს, თუმცა ლიბანზე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ იერიშები გრძელდება.
„პოლიტიკური ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) ირანის წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია შეაჩერა და იმყოფება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა ნებისმიერ დარღვევას პასუხი გასცეს. ამასთან ერთად, ლიბანში „ცაჰალი“ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმართული სახმელეთო ოპერაციების წარმოებას განაგრძობს“, - აღნიშნულია „ცაჰალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ისრაელის თავდაცვის არმია ფრონტის ყველა მიმართულებაზე მოქმედებას განაგრძობს, რათა დაიცვას ისრაელის სახელმწიფო და მისი მოსახლეობა“, - დასძინეს „ცაჰალში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge