
Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება
იმედი|imedinews.ge
გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.
მიმდინარე წლისთვის მთავრობა 0.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც ნაკლებია ადრე ნავარაუდებ 1.0%-იან მაჩვენებელზე. რაც შეეხება მომავალ წელს, პროგნოზი 0.9%-მდე შემცირდა - წინა სამთავრობო პროგნოზით გათვალისწინებული 1.3%-ის ნაცვლად.
გერმანიის მთავრობა მოელის, რომ ინფლაცია მიმდინარე წელს 2.7%-მდე, ხოლო 2027 წელს 2.8%-მდე გაიზრდება - გასული წლის 2.3%-თან შედარებით - განუცხადა იმავე წყარომ Reuters-ს. მთავრობის ახალი პროგნოზები 22 აპრილს გამოქვეყნდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge