
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასამტკიცებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეთანხმდა, მომდევნო კვირების განმავლობაში იმუშაონ ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასამტკიცებლად.
„ჩვენ განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი და ის, თუ როგორ შეგვიძლია ევროპაში თავდაცვის ინდუსტრიული პროდუქციის გამოშვება გავზარდოთ“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში ბრიუსელში რუტესთან შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტირება, მეტის წარმოება და ორივეს უფრო სწრაფად გაკეთება. გლობალური უსაფრთხოების საფრთხეების ზრდის ფონზე, შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირებში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობების გასამტკიცებლად და ანკარაში წარმატებული სამიტის მოსამზადებლად“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge