მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა

მედია: პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კიდევ ერთი გამოკითხვის ლიდერი გახდა

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ყველაზე პოპულარული პარტია გახდა. ინფორმაციას გერმანული მედია ZDF Politbarometer-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კითხვაზე „ვის მისცემდით ხმას, უახლოეს კვირას ბუნდესტაგში არჩევნები რომ ჩატარდეს“, გამოკითხულთა 26%-მა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაუჭერდა მხარს.

მმართველი კოალიცია, რომელშიც შედიან „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და „ქრისტიან-სოციალისტური კავშირი“ ხმათა 25%-ს მიიღებდა, რაც მარტში ჩატარებულ გამოკითხვასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ერთი პროცენტული პუნქტით შემცირდა „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის რეიტინგიც. დღეს მას მხარს ამომრჩეველთა 12% უჭერს.

გარდა ამისა, გამოკითხვის თანახმად, მკვეთრად არის შემცირებული მოქმედი ფედერალური მთავრობის მუშაობით კმაყოფილების დონე. თუ მარტის ბოლოს მთავრობის მუშაობას დადებითად 34% აფასებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 27%-ს შეადგენს.

იზრდება აგრეთვე გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის კრიტიკაც. მის საქმიანობას გამოკითხულთა 65% ნეგატიურად აფასებს. მარტში ეს მაჩვენებელი 57%-ს შეადგენდა. მერცის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 30% აფასებს. მარტში ასე 38% ფიქრობდა.

როგორც მედია იუწყება, ხალხის უკმაყოფილების ერთ-ერთი საკვანძო მიზეზს ირანში ომის ფონზე საწვავზე გაზრდილ ფასებზე ხელისუფლების რეაქცია წარმოადგენს.

გამოკითხვა 14-16 აპრილს Wahlen-ის ჯგუფის მიერ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 355 ადამიანმა მიიღო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია