მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს
POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს

POLITICO: „მეტი კომპრომისი“: ტრამპს ირანთან ომის დასრულება სურს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ირანთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების წარმოება სურს, რაც ხუთშაბათს მის მიერ ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებით დასტურდება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონისა და თეირანის პოზიციები კვლავ დაშორებულია, ტრამპის წინადადება, უმასპინძლოს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს და ლიბანის პრეზიდენტს ჟოზეფ აუნს, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეცვალა აშშ-მა თამაშის წესები უკანასკნელ რამდენიმე დღეში.

გასულ კვირას ტრამპი ამბობდა, რომ ისრაელის თავდასხმები ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“ ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს და ის თეირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ეხება. თუმცა, მოგვიანებით მან ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოახდინა, რათა მას „ჰეზბოლაზე“ თავდასხმები შეეწყვიტა. POLITICO-ს მტკიცებით, ამით ტრამპმა სცადა ირანთან მოლაპარაკებების პროცესი არ ჩაეშალა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანში ირანთან გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ტრამპი მაღალი სამომხმარებლო ფასებისა და შემცირებული რეიტინგების პირისპირ აღმოჩნდა, რის გამოც ის თეირანთან მიმართებით, შესაძლოა, უფრო დამთმობი გახდეს.

„ვფიქრობ, ის [ტრამპი] დამატებითი კომპრომისებისთვის მზადაა, რადგან მას ძალიან სურს, რომ ეს დასრულდეს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სპარსეთის ყურის ქვეყნიდან, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს. „ტრამპი მოლაპარაკებებს სერიოზულად უდგება და მას ძალიან სურს, რომ ეს დასრულდეს, მაგრამ ირანელები ჯერ უარს აცხადებენ, მისცენ მას ის, რაც სურს, რათა სახე შეინარჩუნოს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

BBC: ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი არც ამჯერად აპირებს გადადგომას

BBC: ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი არც ამჯერად აპირებს გადადგომას

იმედი

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე