
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება
იმედი|imedinews.ge
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგი „არსად“ არ გადაიგზავნება. ამით უწყებამ უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადრეული განცხადება იმის შესახებ, რომ ისლამური რესპუბლიკა მისი გადაცემაზე დათანხმდა.
„ირანის გამდიდრებული ურანი არსად გადატანას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაყაიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
დღესვე, ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე დაწერა: „აშშ მიიღებს ბირთვულ „მტვერს“. პრეზიდენტი გულისხმობდა იმ ბირთვულ მასალას, რომელიც გასულ წელს აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ნანგრევებში მოჰყვა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge