ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს

ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი აკრიტიკებს

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივას, რომ წევრ სახელმწიფოებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვეტოს უფლება აღარ ჰქონდეთ, პოლონელი ევროდეპუტატი ევა ზაიაჩკოვსკა-ჰენრიკი აკრიტიკებს.

ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ თუკი ევროკომისიის პრეზიდენტი ამ მიზანს მიაღწევს, მაშინ ევროპული ბლოკის წევრი ქვეყნები სუვერენიტეტს სრულად დაკარგავენ. პოლონელი დეპუტატის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ყველა და ყველაფერი დაიმორჩილოს და შექმნას ისეთი მექანიზმები, რომლებიც პოლონეთის მსგავს ქვეყნებს უმნიშვნელო პროვინციებად აქცევს.

„თუკი ფონ დერ ლაიენი თავისას გაიტანს, ინდივიდუალური ქვეყნები, როგორიცაა უნგრეთი, ვერ შეძლებენ უარის თქმას, მაგალითად, მულტიმილიარდიანი სესხის გაცემაზე, რაც ჩვენს ხარჯზე უნდა მოხდეს. დღეს ეს უკრაინის საკითხი იქნება, მომავალში შეიძლება ნებისმიერ მიმართულებას შეეხოს. საგარეო პოლიტიკაზე და იდეალურ შემთხვევაში, ყველა სფეროში, ერთსულოვანი ხმის მიცემის გაუქმება ბრიუსელისა და ბერლინის ოცნებაა, რომელიც ჩვენ ყველას სუვერენიტეტის უკანასკნელ ნარჩენსაც კი წაგვართმევს“, - წერს ევროდეპუტატი.

Szybko poszło❗ Von der Leyen właśnie ogłosiła, że po wyborach na Węgrzech trzeba zlikwidować prawo weta w polityce zagranicznej UE❗ Proszę o UDOSTĘPNIANIE i nagłaśnianie 🔄 "Naprawdę powinniśmy wykorzystać ten impet, żeby ruszyć naprzód w tym temacie" - podkreśliła szefowa… pic.twitter.com/jIjRy24ai5 — Ewa Zajączkowska-Hernik (@EwaZajaczkowska) April 13, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია