ჯეი დი ვენსი: უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ

ჯეი დი ვენსი: უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია, რითაც ის ყველაზე მეტად ამაყობს.

„მე ვამბობდი, რომ ჩვენ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შეგვეჩერებინა და მე ამის დღესაც მჯერა. ეს არის ერთ-ერთი, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ“, - განაცხადა ვენსმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა უკრაინისთვის ევროპელები ყიდულობენ იარაღს, თუმცა აშშ ამაში აღარ მონაწილეობს.

„ჩვენ ევროპას ვუთხარით: თუ იარაღის ყიდვა გსურთ, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ აშშ აღარ იყიდის და გააგზავნის იარაღს უკრაინაში“, - დასძინა ვენსმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია