ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება

ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანმა და ვაშინგტონმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი საკითხები მაინც რჩება

იმედი|imedinews.ge

ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო მოლაპარაკებებში გარკვეულ საკითხებზე პროგრესს მიაღწიეს, თუმცა გადაუჭრელი პრობლემები კვლავ რჩება, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის მთავარი გადაუჭრელი საკითხი კვლავ თეირანის ბირთვული პროგრამა რჩება. როგორც მან განაცხადა, პაკისტანის არმიის მეთაურის, ფელდმარშალ ასიმ მუნირის ვიზიტი თეირანში ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის აშშ-სა და ირანს პოზიციების დაახლოებაში დაეხმარა.

„პაკისტანის არმიის მეთაურის ვიზიტი თეირანში აღმოჩნდა ეფექტიანი რამდენიმე სფეროში არსებული უთანხმოების დაძლევის თვალსაზრისით, თუმცა ფუნდამენტური უთანხმოება ბირთვულ სფეროში კვლავ რჩება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებისა და მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარების ახალი იმედი გაჩნდა“, - განაცხადა ირანელმა ჩინოვნიკმა.

მისი თქმით, ირანის მიერ გამდიდრებული ურანი და ბირთვული სამუშაოების გადადება კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია