ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად

ტულსი გაბარდის თქმით, „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ სამოქმედო გეგმების დროულად გამოაშკარავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად და იმისთვის რომ ამერიკელი ამომრჩეველი გავლენებისგან იყოს დაცული.

გაბარდის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ამხელს „დიფ სთეითის“ აქტორებს და 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესის მიერ შეთქმულების მცდელობას მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით.

„ყოველთვის სწორი დროა იმისთვის, რომ ამერიკელი ხალხისთვის გამოვააშკარაოთ სიმართლე „დიფ სთეითიის“ იმ ტაქტიკებზე, რომლებსაც მუდმივად იყენებენ, რომ ძირი გამოუთხარონ ჩვენი რესპუბლიკის საფუძვლებს. ხშირ შემთხვევაში ასე ძირს უთხრიან ამერიკელი ხალხის მიერ არჩევნებზე მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც საკუთარი ქვეყნის ლიდერებს ირჩევენ“, - თქვა გაბარდმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია