
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორი: ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა
იმედი|imedinews.ge
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დირექტორის, ფათიჰ ბიროლის განცხადებით, ევროპას, სავარაუდოდ, ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი დარჩა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც მან სააგენტოს ინტერვიუს დროს განუცხადა, თუ ნავთობის მიწოდება ირანთან ომის გამო დაბლოკილი დარჩება, „უახლოეს მომავალში“ ავიარეისების გაუქმება მოხდება.
მისი თქმით, ეს არის “უდიდესი ენერგეტიკული კრიზისი, რომლის მომსწრენიც ოდესმე გავმხდარვართ“.
„ამას გლობალურ ეკონომიკაზე სერიოზული გავლენა ექნება. ეს მდგომარეობა რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უარესი იქნება ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციისთვის მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ბიროლმა.
როგორც ბიროლმა აღნიშნა, კრიზისის შედეგი იქნება ბენზინის ფასების ზრდა, გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge