
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ისე, რომ რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვა საზღვაო გზით არ აკრძალა
იმედი|imedinews.ge
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სანქციების ახალ პაკეტში 117 ფიზიკური პირი და 60 კომპანიაა შეყვანილი. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდება აგრეთვე 46 ტანკერს, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვით არიან დაკავებულნი.
გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ სანქციების მე-20 პაკეტი „ევროკავშირის საბჭოს საშუალებას აძლევს დააწესოს სრული აკრძალვა რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე საზღვაო გზით“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობა უკვე დაიწყო.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge