ისრაელური მედია: ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ბრალი წაუყენეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

ისრაელური მედია: ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ბრალი წაუყენეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში

იმედი|imedinews.ge

ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ორ ტექნიკოსს ბრალი წაუყენეს ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

სამხედრო პროკურატურის მიერ დღეს წარდგენილი საბრალდებო დასკვნა თელ-ნოფის ავიაბაზაზე მომსახურე პირებს ადანაშაულებს „ირანული დაზვერვის ელემენტების სასარგებლოდ ჩადენილ უსაფრთხოების დარღვევათა სერიაში“.

ერთ ჯარისკაცს ბრალად ედება ომიანობის დროს მტრის დახმარება, მტრისთვის ინფორმაციის მიწოდება, უცხო ქვეყნის აგენტთან კონტაქტის ხელშეწყობა და სხვა დანაშაულები. მეორე ჯარისკაცს კი ბრალი ედება უცხო ქვეყნის აგენტთან კავშირში, მტრისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და სხვა სამართალდარღვევებში.

ერთობლივ განცხადებაში უსაფრთხოების სამსახური, ისრაელის თავდაცვის ძალები და პოლიცია აღნიშნავენ, რომ დაკითხვისას ორმა ტექნიკოსმა განაცხადა, რომ მათ ირანელ კურატორებთან კავშირი მას შემდეგ გაწყვიტეს, რაც უარი თქვეს იარაღთან დაკავშირებული დავალებების შესრულებაზე.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში, ორ ჯარისკაცს „კავშირი ჰქონდა ირანული დაზვერვის ელემენტებთან და მათი მითითებით, ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა დავალებას ასრულებდა“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია