CNN: ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტის დაცვის სისტემის დაბომბვის გეგმას ამუშავებენ

CNN: ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტის დაცვის სისტემის დაბომბვის გეგმას ამუშავებენ

იმედი|imedinews.ge

ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში არსებული ირანის შესაძლებლობების დაბომბვის გეგმას ამუშავებენ, თუ ისლამურ რესპუბლიკასთან მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჩავარდება და ომი განახლდება. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, პენტაგონი სამხედრო ოპერაციის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ამერიკელები ჰორმუზის სრუტის, არაბეთის ყურის და ომანის ყურის დაბომბვას აპირებენ. გარდა ამისა, მიზანში, შესაძლოა, ამოიღონ მცირე ზომის ნავები და ნაღმოსანი გეგმები - ყველაფერი, რამაც ირანს მნიშვნელოვანი საზღვაო არტერიის გადაკეტვის საშუალება მისცა.

ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ გლობალურ ეკონომიკაში მასშტაბური რყევები გამოიწვია და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით, ძირი გამოუთხარა. მიუხედავად იმისა, რომ 7 აპრილიდან ზავია გამოცხადებული, სრუტე დაკეტილი რჩება.

ომის დროს, რომელიც დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა, აშშ ირანის სიღრმეში მდებარე სამიზნეების განადგურებით იყო დაკავებული. ახალი გეგმა აშშ-ის სამხედრო ძალის კონცენტრირებას ჰორმუზის სრუტის გარშემო მოახდენს.

მანამდე CNN-ი წერდა, რომ ირანის რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსების უმეტესობა დაუზიანებელია. ისლამურ რესპუბლიკას აგრეთვე მცირე ზომის ნავები აქვს, რომლითაც მას გემებზე თავდასხმის განხორციელება შეუძლია, რაც აშშ-ის ამოცანებს ართულებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია