
The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება
იმედი|imedinews.ge
საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას გამოცემა The European Conservative ავრცელებს.
სტატიაში წერია, რომ შესაბამისი მოთხოვნით, კერძო მეწარმემ უნგრეთის მედიისა და საინფორმაციო კომუნიკაციების ეროვნულ უწყებას უკვე მიმართა.
არხს „ტვ ცისარტყელა“ ერქმევა. იგეგმება როგორც სატელევიზიო მაუწყებლობა, ასევე ციფრული პლატფორმის შექმნა.
უნგრული მედიის ცნობით, არხზე კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი გადაცემები გავა, რომელიც ზოგად თემატიკასთან ერთად, ლგბტ ისტორიასა და 18+ კონტენტსაც მოიცავს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge