ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

იმედი|imedinews.ge

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია. ამის შესახებ ლიდერებმა კომენტარი კვიპროსში მიმდინარე არაფორმალურ სამიტზე გააკეთეს.

მათი თქმით, ევროკავშირში ახალი წევრის მიღება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც 2027 წლის 1 იანვრამდე ვერ მოესწრება.

„ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. გამონაკლისი და დაჩქარებული გზები კი შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობ, შეიძლება ევროპის სხვადასხვა დონეზე გაფართოება. მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის სრული წევრობა პირადად მე არარეალისტურად მიმაჩნია“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში, თუმცა მას არარეალისტურად მიაჩნია, რომ ეს 2027 წლის 1 იანვრამდე მოესწროს.

„მხარს ვუჭერ უკრაინის გაწევრიანებას, თუმცა, ვფიქრობ, რომ არარეალისტურია, რომ ეს 2027 წლის 1 იანვრისთვის მოხდეს. ეს მე კიევში ვიზიტისას პრეზიდენტ ზელენსკისაც ვუთხარი. მოგეხსენებათ, პროცესი საკმაოდ რთულია. თითქმის უკვე 1 მაისია და კლასტერების გახსნის გარეშე შეუძლებელია გაფართოების პროცესი ისე შევავიწროოთ, რომ ეს შვიდ თვეში მოესწროს“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია