მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

მედია: თეირანის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

იმედი|imedinews.ge

ირანის დედაქალაქ თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტმა საერთაშორისო რეისების შესრულება განაახლა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ირანის დედაქალაქიდან რეისები უკვე სრულდება სტამბოლის, ომანის დედაქალაქ მასკატისა და საუდის არაბეთის ქალაქ მედინას მიმართულებით.

მანამდე ირანმა თავისი საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ ირანის საჰაერო სივრცე 28 თებერვლიდან, აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ იყო დაკეტილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია