
დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა
„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ირანისგან ბევრი შემოთავაზებაა, მაგრამ საკმარისი არაა.
მანამდე, ტრამპმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში აღარ წავლენ. თეთრის სახლის ლიდერმა განმარტა, რომ დელეგაციისთვის 18-საათიან ფრენას აზრი არ აქვს, როდესაც, „ირანთან კონფლიქტში ყველა კოზირი ამერიკის მხარესაა“.
იმედი
წყარო: imedinews.ge