დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

იმედი|imedinews.ge

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ სროლისას არ შეშინებულა და დარბაზის დატოვებას არ გეგმავდა. დონალდ ტრამპის თქმით, მსროლელი ანტიქრისტიანულად განწყობილი ავადმყოფია.

„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ესწრებოდნენ, სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია