Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

იმედი|imedinews.ge

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი შესაძლოა უახლოეს პერიოდში თანამდებობიდან დაითხოვონ. ცნობას Politico წყაროებზე დაყრდნობით აქვეყნებს და მიზეზებსაც მიუთითებს.

მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია