Bloomberg: ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს

Bloomberg: ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს

იმედი|imedinews.ge

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.

საქმე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ეხება, სადაც თურქეთი ევროკავშირის საფრთხედ აღიქმებოდა. როგორც Bloomberg-ი წერს, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ გაფართოებისას, ევროკავშირმა მთელი ევროპის კონტინენტი უნდა მოიცვას, რათა მასზე გავლენა არ მოახდინოს რუსეთმა, თურქეთმა ან ჩინეთმა.

მას შემდეგ რაც ანკარამ ევროკომისიას განმარტებისთვის მიმართა, კომისიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ თურქეთის ხსენება მისი გეოპოლიტიკური გავლენის, ზომისა და ამბიციების აღიარება იყო და მიზნად არ ისახავდა სხვა ქვეყნებთან შედარებას.

ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა კი დაწერა, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ რუსეთთან და ჩინეთთან ერთად თურქეთის, როგორც ევროპაზე გავლენის მქონე აქტორების წარმოჩენა გეოპოლიტიკურად არასწორია.

In a recent speech, @EU_Commission Pres. @vonderleyen portrayed 🇹🇷 as influenting Europe along with 🇷🇺🇨🇳. It's totally inconsistent with recurrent signals for stronger cooperation on security & defense and it is a geopolitically flawed analysis. — Nacho Sánchez Amor (@NachoSAmor) April 21, 2026
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია