
აშშ-ის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ მან ზღვაში მყოფ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი 30 დღით გაახანგრძლივა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იმ ქვეყნების თხოვნით იყო მიღებული, რომლებიც ყველაზე მოწყვლადნი აღმოჩნდნენ ნავთობის დეფიციტის მიმართ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გამო.
აშშ-ის სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტის საბიუჯეტო მოსმენაზე ბესენტმა განმარტა, რომ თხოვნა დაახლოებით 10 ქვეყნის ფინანსურმა ლიდერებმა გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრების დროს გააჟღერეს.
ეს ნაბიჯი ცვლის მის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის სანქციების გამონაკლისების ვადის გაგრძელებას აღარ აპირებდა.
ბესენტის თქმით, შეფასებები იმის შესახებ, რომ ირანმა ამ შეღავათებით 14 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, „მითია“, თუმცა მას ალტერნატიული ციფრი არ დაუსახელებია.
იმედი
წყარო: imedinews.ge