
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები
იმედი|imedinews.ge
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
„ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა უდიდესი წინამძღოლი, რომელმაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში განსაზღვრა ქვეყნის სულიერი და ეროვნული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები. ილია II ასოცირდებოდა საზოგადოებრივი ერთიანობის, მშვიდობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას", - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge