მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ჯორჯიან ეარვეისი“: უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო
„ჯორჯიან ეარვეისი“: უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

„ჯორჯიან ეარვეისი“: უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

იმედი|imedinews.ge

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„უდიდესი გულისტკივილით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი დანაკარგის - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს და ისტორიულად გადამწყვეტ პერიოდში ჩაუდგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და იქცა არა მხოლოდ სულიერ ლიდერად, არამედ ერის მამად, გამაერთიანებელ ძალად და იმედის სიმბოლოდ.

ილია II-ის ღვაწლით აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, აღდგა და აშენდა არაერთი ტაძარი და მონასტერი, განმტკიცდა სარწმუნოება და ქართული ეროვნულ-კულტურული იდენტობა.

მისი ინიციატივით დამკვიდრდა საყოველთაო ნათლობა, რომელმაც ათასობით ოჯახი დააკავშირა ეკლესიასთან და ერთმანეთთან.

ილია II იყო პატრიარქი, რომელსაც უპირობოდ უყვარდა თავისი ერი და ერი, თავის მხრივ, უსაზღვრო სიყვარულით პასუხობდა. მთელი საქართველო ლოცულობდა მისი ჯანმრთელობისთვის. უწმინდესის სიტყვა იყო ნუგეში, ხოლო მისი ლოცვა - ძალა და იმედი.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და სრულიად საქართველოს.

უფალმა ნათელში დაამკვიდროს ჩვენი პატრიარქის უკვდავი სული.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ სამძიმარში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეები იკრიბებიან: ერი დაობლდა, რა სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს ის გრძნობა, ის ტკივილი, რასაც დღეს ერი განიცდის

სამების საკათედრო ტაძარში მოქალაქეები იკრიბებიან: ერი დაობლდა, რა სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს ის გრძნობა, ის ტკივილი, რასაც დღეს ერი განიცდის

იმედი

ირაკლი კობახიძე: პატრიარქის გარდაცვალებით დასრულდა უდიდესი ეპოქა ჩვენი დედაეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ისტორიაში. ჩვენი და ყველა მომავალი თაობის ვალია, ღირსეულად გავუფრთხილდეთ ჩვენი სულიერი მამის უდიდეს მემკვიდრეობას

მეუფე ანტონი: ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი - ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარა

მეუფე ანტონი: ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი - ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარა

იმედი

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება

მამა შალვა კეკელია: უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება

იმედი