
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
იმედი|imedinews.ge
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად მივიდა.
ტაძარში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.
საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობს.
პროცესიაში მონაწილეობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge