
პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული
იმედი|imedinews.ge
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.
სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge