მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის

ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის

იმედი|imedinews.ge

ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი მიწერილ წერილში, მთავარეპისკოპოსმა იოანემ აღნიშნა, რომ პატრიარქის უფლისმიერი მიძინების ამბავი „ღრმა მწუხარებით“ მიიღო და მას „უძვირფასესი ძმა და თანამოსაყდრე“ უწოდა.

მთავარეპისკოპოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია II საქართველოს ეკლესიას თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში „სიბრძნით, მოთმინებითა და ღრმა რწმენით“ წინამძღვრობდა.

მან დასძინა, რომ განსვენებული მღვდელმთავარი გამოირჩეოდა მტკიცე ხასიათით, მართლმადიდებლური ტრადიციებისადმი ერთგულებითა და მრევლისადმი სიყვარულით, ისევე როგორც მართლმადიდებლობის ერთიანობისადმი ურყევი თავდადებით.

მისი მოღვაწეობის რთულ ისტორიულ გარემოებებზე საუბრისას, მთავარეპისკოპოსმა იოანემ გაიხსენა, რომ პატრიარქმა ილია II-მ ლიდერობა საბჭოთა რეპრესიების პერიოდში იტვირთა.

მან აღნიშნა, რომ განსვენებული პატრიარქი საკუთარ სამწყსოს „თავდადებითა და კეთილგონიერებით“ მწყემსავდა, რაც დაეხმარა ეკლესიის აღორძინებას, ტაძრების აღდგენასა და სარწმუნოებაში დაბრუნების შთაგონებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოალბომი

საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოალბომი

იმედი

ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან

ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან

იმედი

სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს  „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლო