
ტარიელ ხარხელაური: პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი, მიუღებელი იყო თუ არა მართლმადიდებლობისთვის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას
იმედი|imedinews.ge
ეს გზა, რომელიც პატრიარქმა თავისი წამოსვლით და წასვლითაც გვიჩვენა, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. ეს გაერთიანების სურვილი არ უნდა გადაცვალო პირადულ ინტერესებზე, ეს ჩვენი ქვეყნის ზრუნვა უნდა იყოს , - განაცხადა პოეტმა ტარიელ ხალხელაურმა.
მისივე თქმით, პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შეეძლო საუბარი.
„პატრიარქი იყო ისეთი პიროვნება, რომელთანაც ყველანაირ თემაზე შემეძლო საუბარი, მიუღებელი იყო თუ არა მართლმადიდებლობისთვის. პატრიარქი გისმენდა, გეტყოდა შენ ასე ხედავ? და გაძლევდა ანალიზის საშუალებას“, - აღნიშნა ტარიელ ხალხელაურმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge